ლურჯი ალავერდი
ლურჯი
ალავერდი
არასამთავრობო ორგანიზაცია ბრიჯ-ინოვაცია და განვითარება-მ ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ალავერდში მცხოვრებ ქალებთან ერთად ჩამოაყალიბა სოციალური საწარმო „ლურჯი ალავერდი“ მდგრადი სოფლის ტურიზმის განვითარების მიმართულებით, რომელიც სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ეკონომიკური აქტივობისა და თვითდასაქმების შესაძლებლობებს უქმნის. სოციალური საწარმოს მიზანია ადგილობრივი სოციალურად დაუცველი ჯგუფების ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა, დასაქმების და გადამზადების გზით.
ჩვენი საწარმოს ბრენდი გახლავთ „ლურჯი ალავერდი“/“Alaverdi Blue”. სიტყვა ალავერდი ნებისმიერ ქართველს ორ რამეს მოაგონებს: კახეთში მდებარე დიდებულ ტაძარს (სამონასტრო კომპლექსს) და ქართულ, გემრიელ, ლაზათიან სუფრას. ჩვენი საწარმოს შინაარსიდან გამომდინარე ორივე ახსნა მისადაგებულია. ამას დავუმატეთ ლურჯი ფერიც, რაც არის სტაბილური და ნდობის აღმძვრელი ფერი და ხალხში დაცულობასთან ასოცირდება. ლურჯი ფერის შემოტანა ჩვენს ბრენდში ალავერდში ცის განსაკუთრებულმა სილურჯემაც განაპირობა.
ლურჯი ფერი ჩვენი საწარმოს მთავარი სიმბოლოა, გამოყნებული გვაქვს შენობა-ნაგებობის ექსტერიერსა და ინტერიერში, მაგალითად სახლი სადაც გვაქვს, საკომფერენციო ოთახი, საოჯახო სასტუმრო და ა.შ. თეთრი ფერისაა, ფანჯრები, რიკულები, საყრდენები, ფარდები, სამზარეულოს ჭურჭელი კი ლურჯი ფერის.
სოფელი ალავერდი
ალავერდი- პატარა სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში, რომლის მახლობლადაც
მდებარეობს VI საუკუნის შუა ხანებში ერთ-ერთი ასურელი მამის, იოსებ
ალავერდელის მიერ დაარსებული და 2007 წელს იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებული ალავერდის საკათედრო ტაძარი და მონასტერი.
სოფლის ცენტრალური გზის გავლით თუშეთისკენ მიმავალი ტურისტების
ნაკადი არ წყდება და ალავერდი ზუსტად ის მყუდრო და მშვიდი ადგილია,
სადაც ნამდვილად ღირს რამოდენიმე დღის გატარება, ადგილობრივი ღვინისა და
ყველის დაგემოვნება, შემოგარენის დათვალიერება, ულემეზესი ხედებით დატკბობა
ბუნებრივად ჯადოსნური ადგილი
საქართველო ვაზისა და ღვინის ქვეყანაა, ალავერდი კი მისი გულია. თუ
გსურთ მოიპოვოთ სიმშვიდე და განიტვირთოთ, ეს ტყით
გარშემორტყმული ადგილი თქვენთვისაა განკუთვნილი. დაასვენეთ
გონება, დატკბით ბუნებით, ითევზავეთ და გემრიელად მიირთვით თქვენი
გემოვნებით მომზადებული თქვენივე ნადავლი.
შეიგრძენი უნიკალური კულტურა
-
დაიწყეთ დღე ლურჯ ალავერდში, სადაც ჰარმონიულადაა შერწყმული
კომფორტი, პრაქტიკულობა, სოფლური საცხოვრებელი სახლის
არქიტექტურის და ტრადიციული მოტივების კომბინაცია და დატკბით
კავკასიონის მთებისა და ალაზნის ველის ხედებით -
ეწვიეთ ალავერდის მონასტერს
-
ესტუმრეთ მონასტრის მარანს და თაფლის მწარმოებელ მეურნეობას
სოფლის ცხოვრება
-
ნანას გასტრონომიული მასტერკლასი - მოამზადეთ და დააგემოვნეთ
მრავალფეროვანი ტრადიციული კერძები -
შეიქმენით შესანიშნავი განწყობა ნელისთან სტუმრობით, ამოავლეთ
ჩურჩხელა საკუთარი ხელით, გაიგეთ ტრადიციული ჩურჩხელის
ამოვლების საიდუმლოები და დააგემოვნეთ ადგილობრივი ღვინო -
დაასრულეთ დღე გემრიელად- მიირთვითვით განსაკუთრებული ვახშამი
ლურჯ ალავერში
„ლურჯი ალავერდი“ გთავაზობთ შემდეგ სერვისებს:
საკონფერენციო სივრცის მომსახურება 25 ადამიანზე
იდეალური ადგილი მცირე ზომის საქმიანი შეხვედრებისა თუ შედარებით დიდი მასშტაბის კონფერენციის ჩასატარებლად. საკონფერენციო სივრცე სრულად არის აღჭურვილი თანამდეროვე აპარატურით. ტრენინგის მონაწილეებს შეუძლიათ ისარგებლონ კვების მომსახურებით, რომელიც მომზადდება ლურჯი ალავერდის სამზარეულოში;
საოჯახო სასტუმროს განთავსების სერვისი:
საოჯახო სასტუმრო მოიცავს 4 კომფორტულ საძინებელ ოთახს, 21 საწოლით და დასასვენებელ სივრცეებს. თითოეულ ოთახს აქვს სველი წერტილი და აბაზანა, ცხელი და ცივი წყალი. ოთახებიდან იშლება კავკასიონის ულამაზესი ხედები. ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ უგემრიელესი ქართული აუთენტური სამზარეულო და განიტვირთონ მყუდრო გარემოში.
კაფე
ვიზიტორებს თავაზობს მრავალფეროვან მენიუს, ცივ და ცხელ ქართულ აუთენტურ ქართულ კერძებს, დესერტს, სასმელს. შეთავაზებული კერძები მზადდება სოციალურ საწარმოში არსებულ სამზარეულოში, რომელიც აღჭურვილია სურსათის უვნებლობის სტანდარტების შესაბამისად და კერძებს ამზადებენ ადგილობრივი გამოცდილი ქალბატონები. სტუმრებს ასევე საშულება აქვთ გასინჯონ პანკისურ ხინკალი, რომელსაც ლურჯი ალავრედის პარტნიორი ორგანიზაცია მზრუნველობის ცენტრი „მედინა“ 2015 ბენეფიციარები ამზადებენ
გატანის სერვისი/სტაჟირება
ადგილობრივი ქალების მიერ, „ლურჯი ალავერდი“-ს კეთილმოწყობილ სამზარეულოში მზადდებამომხმარებლისათვის უსაფრთხო, ახალი და გემრიელი შეკვეთები, როგორც დადგენილი მენიუს მიხედვით ასევე ნებისმიერი შეკვეთით. ჩვენი პროფესიონალი მზარეულები ასევე სთავაზობენ სტაჟირების პროგრამას, დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ შეისწავლონ მრავალფეროვანი კერძების მომზადება.
ყველის შესანახი/სამაცივრე და რძის შემოწმების ლაბორატორია
„ლურჯი ალავერდის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ყველის წარმოების მულტიფუნქციური ახალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა, სადაც მოწყობილია თუშური და ადგილობრივი ყველის საუკეთესო შესანახი მაცივარი. იქვე შესაძლებელია ყველის ვაკუუმით დაფასოება როგორც მთლიანი თავის ასევე მცირე ნაჭრების სახით. ასევე ხდება დაბრენდვა, შემსყიდველებთან დაკავშირება და ადგილობრივ ფერმერთა როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული სწავლება, კონსულტაციები და ქოუჩინგი ყველის წარმოების ღირებულების ჯაჭვთან დაკავშირებით. რძისა და ყველის ხარისხის სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით ყველის შესანახი/სამაცივრეს ინფრასტრუქტურაში მოწყობილია მინი ლაბორატორია და სადაც კვალიფიციური ვეტერინარი მუდამ მზად არის მოემსახუროს ფერმერებს
ყველის კულტურული მარშრუტი
ყველის კულტურული მარშრუტში, ჩართულია 10 მცირე ფერმერი, მათ შორის 5 თუშეთში, 5 ზემო და ქვემო ალავანის და ილტოს ხეობის მიმართულებით. თითეული ლოკაცია ინკლუზიური და ადაპტირებულია სურსათის უვნებლობის სტანდარტების მიხედვით. ტურის დროს ადგილობრივ და საერთაშორისო ტურისტებს ვთავაზობთ ყველის და რძის ნაწარმის კეთების მასტერკლასებს, პროცესის დაკვირვებასა და/ან მასში მონაწილეობის მიღებას სურვილის მიხედვით. ყველის კულტურული მარშრუტი წარედგინება კულტურის სამინისტროს სერტიფიკატის მოპოვების მიზნით. სერტიფიცირება ხელს შეუწყობს მარშრუტის პოპულარიზაციას და ადგილობრივი და საერთაშორისო ტურისტების მოზიდვას, რაც თავის მხრივ დამატებით შემოსავალს ნიშნავს საოჯახო მეურნეობებისთვის და ყველის მწარმოებლებისთვის.